|
2017-12-06 14:22:00, 1908 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატები მთავრობას კიდევ ერთხელ სთხოვენ, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად დარჩეს
პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. დეპუტატებს ცვლილებებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე აცნობს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელად განესაზღვრება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები არ ეთანხმებიან გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინსიტროსთან შერწყმას. მათ კიდევ ერთხელ სთხოვეს მომხსენებელს, გადაწყვეტილებას გადახედონ და გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად დატოვონ. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ცვლილების არსი დაუსაბუთებელია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)