|
2017-12-06 13:28:42, 2152 ნახვა
სამართალი
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სააპელაციო სასამართლო დატოვა
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეიდან სააპელაციო სასამართლოში დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა. მან ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამასთან დეკანოზმა მედიას საქმის გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომების დახურვა მოითხოვა და მიზეზად საქმეში პირადი ინფორმაციების არსებობა დაასახელა. ამასთან, პროკურორ ზვიად გუბელაძის განმარტებით, ბრალდება სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ მოტივის ნაწილს აპროტესტებს. კერძოდ, პროკურატურა მიიჩნევს, რომ მკვლელობის მომზადებისას შურისძიების მოტივთან ერთად, მამალაძეს ანგარების მოტივიც ამოძრავებდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები სხდომის საჯაროობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)