2017-12-06 11:07:35, 2040 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცალმხრივად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო.
ინფორმაცია NBC News-მა გაავრცელა.
ტრამპი ტელეფონით ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბას, იორდანიის მეფე აბდულას, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის და საუდის არაბეთის მეფე სალმანს.
არაბი ლიდერების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მუსლიმების მიმართ აშკარა პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს და აშშ-ის ეს ნაბიჯი რეგიონში კონფლიქტს გაამწვავებს.
1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს განიხილავს. მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯერჯერობით თელ-ავივში დარჩება და იერუსალიმში არ გადავა.
ავტორი: ,