2017-12-06 10:03:59, 1974 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: სპეცრაზმი კარვიდან ჩემს გათრევას აპირებდა, თუმცა შეეშალათ და თავს გვერდით გაშლილ კარავს დაესხნენ (ვიდეო)
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სპეცრაზმელები კარვიდან მის გაყვანას აპირებდნენ, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილმა განმარტა, კარვიდან მისი გაყვანა ვერ მოხერხდა, რადგან მათ კარავი შეეშალათ და თავს გვერდით გაშლილ კარავს დაესხნენ.
"ისინი თავს დაესხნენ მძინარე აქტივისტებს და ხალხი სასტიკად სცემეს",- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას სააკაშვილის მხარდამჭერების კარვების ქალაქზე შტურმი განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენნიმე ადამიანი დაშავდა.
ავტორი: ,