2017-12-06 09:50:12, 1999 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის მოვლენებზე: მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავიდან აიცილონ ყოველგვარი ძალადობა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი კიევში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან, - ინფორმაციას სახელმწიფო დეპრტამენტი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოლომდე იზიარებს მათ გადაწყვეტილებებს.
„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია. ვხედავთ, რა ხდება კიევის ქუჩებში. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავიდან აიცილონ ყოველგვარი ძალადობა, დაემორჩილონ კანონსა და საერთაშორისო ვალდებულებებს“, - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ავტორი: ,