11:02 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 18:13:32, 1605 ნახვა

კომენტარი
უსუფაშვილი: სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარ პრობლემადაც აქცია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“  დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი  უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და კიევში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

უსუფაშვილის თქმით, რაც დღეს ხდება, ეს პირველ რიგში, უკრაინისთვისაა ძალიან დამაზარალებელი.

„მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან მცდარი გადაწყვეტილებებით უკვე  საკუთარ პრობლემადაც აქცია და საქართველოსთვისაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეს პრობლემა.

რაც დღეს ხდება, ეს პირველ რიგში ურაინისთვისაა ძალიან დამაზარალებელი.  ეს უნდა გაეთალისწინებინა უკრაინას, თუმცა მათ არც ჩვენი რჩევები გაითვალისწინეს თავის დროზე და ახლა მივიღეთ ის ვითარება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის კარგი უკრაინისთვის. ხოლო რაც უკრაინისთვის არ არის კარგი, ის არც საქართველოსთვისაა კარგი ზოგადად“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, უსუფაშვილი ამბობს, რომ თუ მისი ექსტრადირება მოხდება, საქართველოს ამ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს.

„ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, ის კარგიც და ცუდიც, არის საქართველოს პრობლემა. ამიტომ, როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანას მოუწევს ამ პრობლემასთან გამკლავება, სამართალდამცავ ორგანოებს, თუ მოხდება მისი ექსტრადირება. მაგრამ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, საკუთარ თავსაც დესტრუქციული მიმართულებით იყენებს,  რაც თავის მხრივ სვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მხრიდან მისი გამოყენების ცდუნების საფუძველს იძლევა.

მე კი არ მინდა, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ამ დაღით იყოს დასმული კიდევ ბევრი წელი - დაპირისპირება ყოფილ და დღევანდელ ლიდერებს შორის და ჩვენ ამას, ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი“,-დასძინა უსუფაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics