|
2017-12-05 17:31:46, 1890 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენ გვაქვს მმართველობის სტილი, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებები კონსულტაციების საფუძველზე მიიღება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვის სამსახური არ გაერთიანდება, მმართველმა გუნდმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით მმართველმა გუნდმა უკან დაიხია. „თუ უკან დახევას უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იმას, რომ შედგა კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე შეჯერდა პოზიციები, მაშინ, შეუძლიათ, ამას ეს დაარქვან. ეს იყო კონსულტაციები, რაც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ეს ნამდვილად არ გვახსოვს ჩვენ გასული წლებიდან, ადრე ყველაფერი წყდებოდა ერთპიროვნულად, იყო ასეთი პრინციპები მმართველობაში. ჩვენ გვაქვს მმართველობის სტილი, სადაც კონსულტაციების საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები. ჩვენ ვართ მოხარული, რომ შედგა ასევე სიღრმისეული განხილვა ამ საკითხის, მათ შორის, მთავრობასა და პარლამენტს შორის და ზუსტად ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)