2017-12-05 16:57:04, 2129 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის სასამართლომ პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გააუქმა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გააუქმა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მიუხედავად ორდერის გაუქმებისა, პუჩდემონის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ძალაშია და მას 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მედიის ცნობით, კატალონიის ყოფილი მეთაური სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ძებნილთა სიიდან ამოღებულია, თუმცა დაკავების ორდერი ესპანეთის ტერიტორიაზე ისევ ძალაშია.
მოსამართლის თქმით, საერთაშორისო ორდერი იმიტომ გააუქმეს, რომ პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს. ყოფილი მეთაური 21 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ავტორი: ,