|
2017-12-05 15:50:20, 1559 ნახვა
საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ბილტმორში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების ფორუმის ერთდღიანია, ოფიციალური გახსნა 11.00 საათზეა დაგეგმილი. უწყების ცნობით, ფორუმს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის. ფორუმის მონაწილეებს, კი დამსაქმებლებთან შეხვედრა 12:00 დან 15:00 საათამდე შეეძლებათ. სამუშაოს მაძიებლები უნდა დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე (www.ssa.gov.ge) განთავსებულ დასაქმების ფორუმის ლინკზე http://apps.ssa.gov.ge:4000/ 7 დეკემბრის 24.00სთ-მდე. დასაქმების ფორუმის შესახებ SMS შეტყობინება 26 000 სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა. დასაქმების ფორუმი, რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას მისცემს ადგილზე გაეცნონ და გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ ორგანიზაციებს გააცნონ საკუთარი შესაძლებლობები. დღეის მდგომარეობით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე დამსაქმებელი, წარმოდგენილი იქნება 400-მდე პოზიცია, 1000-ზე მეტი ვაკანსია. მონაწილე კომპანიები წარმოადგენენ აქტიურ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებიდან. წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე ბილტმორში დამსაქმებელი კომპანიები შემდეგ ვაკანსიებს წარმოადგენენ: პროექტის მენეჯერი, ოპერატორ-ტექნიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი, მაღაზიის მენეჯერი, ტექნიკოსი, ტრანსპორტის სპეციალისტი, ხაზინის სპეციალისტი, მარაგების მართვის უფროსი, უსაფრთხოების ადმინისტრატორი, შიდა აუდიტორი, საწყობის თანამშრომელი, IT სპეციალისტი, სექტორის მენეჯერი, მიმღები ოპერატორი, პერსონალური მენეჯერი, მონიტორინგის მენეჯერი, ფილიალის მენეჯერი, უფროსი პროგრამისტი, სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი, კურიერი, მძღოლი, ენერგეტიკოსი, მერჩენდაიზერი. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამონაწილეობით და ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წელს 12 დასაქმების ფორუმი და 1 დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. მე-14 ფორუმი, კი რომელიც ბილტმორში ჩატარდება უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული. ფორუმი განკუთვნილია პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული კურსდამთავრებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემაში worknet.gov.ge -ზე დარეგისტირებული სამუშაოს მაძიებლებისათვის. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)