|
2017-12-05 15:35:44, 2012 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს ივან ბრაიოვიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში - „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" მონაწილეობისთვის, რომელიც თბილისში იმართება. "ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა თბილისში. მადლობას მოგახსენებთ ჩვენი პარლამენტისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში, დიდი მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ასევე მადლობას მოგახსენებთ საქართველოს პოზიციის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში, მათ შორის გაეროს პლატფორმაზე, სადაც ყოველწლიურად გამოგვაქვს რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს პოზიციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვულოცავ თქვენს ქვეყანას ნატოში წარმატებით გაწევრიანებას. ეს არის გზა, რომელიც საქართველომაც აირჩია. ეს არის დიდი მოტივაცია ჩვენთვის, რათა თანმიმდევრულად მივყვეთ ამ გზას",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა დაადასტურა. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემი დელეგაციის და პირადად ჩემი სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ უაღრესად თბილი მასპინძლობისთვის და საქართველოში გატარებული ყოველი შესანიშნავი წუთისთვის. საქართველოში ჩვენ ყველგან ვგრძნობთ გულწრფელობას და მეგობრობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მადლობას მოგახსენებთ ნატოში ჩვენი შესვლის მოლოცვისთვის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მონტენეგრო ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დაგიდგეთ მხარში. ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენ აირჩიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა", - განაცხადა ივან ბრაიოვიჩმა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენებაზეც ისაუბრეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)