11:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 14:19:16, 1684 ნახვა

კომენტარი
ცინცაძე: ყველაფერი წლის ბოლომდე გაირკვევა - პოროშენკოს არ უნდა, ახალ წელს სააკაშვილის კრიტიკის ქარცეცხლში შეხვდეს

ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, წლის ბოლომდე გაირკვევა - მიხეილ სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემენ, თუ უკრაინიდან გააძევებენ.

„როგორც ჩანს წლის ბოლომდე უნდა გაირკვეს ყველაფერი ამ მხრივ იმიტომ, რომ  პოროშენკოს სულაც არ უნდა,  ახალ წელს სააკაშვილის კრიტიკის ქარცეცხლის პირობებში შეხვდეს“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ „ექსპრესნიუსთან“ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე საუბრისას.

ცინცაძის აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის პრემიერის საქართველოში ვიზიტის დროს მიიღეს:

„რაც არ უნდა ამტკიცოს პოროშენკომ, ან უკრაინის  პრემიერმა,  ჩვენმა პრემიერმა, მინისტრებმა, რომ სხვა საკითხები განიხილებოდა, დღეს არანაირი აქტიური, მასშტაბური ეკონომიკური პოლიტიკური თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაიანს შორის არ მიმდინარეობს. არის ერთი პრობლემა, რომელიც დიალოგის საბაბად იქცა. ეს არის სააკაშვილის მომავალი. პოროშენკოც მაგიტომ იყო ჩამოსული და პრემიერიც. ვინ ჭამს ახლა ამას, ვის სჯერა განცხადებების, რომ მათ სააკაშვილის თემებზე სალაპარაკოდ დრო არ ჰქონდათ? ამიტომ ჩამოვიდნენ მხოლოდ და გადაწყდა ასეთად“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მისი შეფასებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავება ხელოვნური საბაბით მოხდა:

„არადამაჯერებელია დანაშაულებრივ წრეებთან კავშირი, ამის დამტკიცება შეუძლებელი იქნება,  მაგრამ, როგორ ჩანს, პოროშენკო არ ფიქრობს, რომ მტკიცება დაიწყოს და იქ სასამართლო მოაწყოს. დააპატიმრებენ სააკაშვილს და შემდეგ ერთი ნაბიჯიღა რჩება-ან ქვეყნიდან გაძევებაზე, ან საქართველოსთვის გადმოცემაზე“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics