|
2017-12-04 21:38:53, 2591 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანი, რომელიც დღეს გამოძიებას ჩაბარდა, დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს
არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც დღეს პოლიციას ჩაბარდა, დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს და ამბობს, რომ გარდაცვლილს მან მხოლოდ ერთი ჭრილობა მიაყენა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. „ამბობს, რომ ჰქონდა დანა, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოიყენა. თუ დავუჯერებთ მის ჩვენებას, სხვა დაზიანებები მოგვიანებით სხვა პირებმა მიაყენს დაზარალებულს. მნიშვნელოვანია, თუ რას იტყვის ექსპერტიზის დასკვნა. ჩემი ვარაუდით, ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი პირის მიერ.მე არ ვაპირებ, ხელი დავაფარო ბრალდებულს, თუ მას სრულად დაუდასტურდა ბრალდება.თუ დადგინდა, რომ ის ჭრილობები სულ სხვა პირებმა მიაყენეს, მოვითხოვთ იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიაყენეს ჭრილობები. დაზარალებულის ოჯახი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე. არ მსურს, ერთ პიროვნებას შევაწმინდოთ ხელი, თუ მას არ დაუდასტურდა ყველა იმ ჭრილობის მიყენება, რომელსაც მას ედავებიან“,-განაცხად ადვოკატმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)