09:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 11:11:15, 1914 ნახვა

კომენტარი
51-ე სკოლის დირექტორი - სკოლა სტრესშია, ველოდებით ფსიქოლოგებს

51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეებს სათამაშო იარაღი ჰქონდათ და არა პნევმატური იარაღი, როგორც ეს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც დირექტორმა განაცხადა, სასწავლო პროცესი დღეს აღდგება.

"სკოლაში რა თქმა უნდა ხდება მოსწავლეების შემოწმება და ამის უფლება გვაქვს. პნევმატური იარაღი არ ყოფილა არასდროს სკოლაში და არც ამ შემთხვევის დროს იყო. სასწავლო პროცესი დღეს განახლდება. რაც შეეხება ფსიქოლოგებს, ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი და სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ფსიქოლოგები ერთად იმუშავებენ, რადგან სკოლა სტრესშია", - განაცხდა სკოლის დირექტორმა.

შეგახსენებთ, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო მეორე მოზარდი სიკვდილს 20 საათზე მეტხანს ებრძოდა. დაჭრილი მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოსი გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდები 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics