08:29 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 16:30:01, 1999 ნახვა

სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული რ.ა. და 1973 წელს დაბადებული ჰ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში ნ.მ.-ს და ა.მ.-ს, რომლებიც „ბმვ“-ს მარკის ავტომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიემართებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ხუთი პირი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა მათ, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ძალის გამოყენების მუქარით, 140 ათასი აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ასევე, პირადი ნივთები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ყველა წევრის ვინაობა დაადგინეს. დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. კანონიერი ქურდის - ნ.ს.-ს (ზედმეტსახელად ”გული”) დაჯგუფების აქტიური წევრები არიან.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი - რ.ა. და ჰ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში, ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 90 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ჯგუფის სხვა წევრების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics