09:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 12:20:20, 1884 ნახვა

კომენტარი
გიგაური მოსწავლეების დაჭრაზე: ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, რაც კეთდება, იმაზე ათჯერ მეტი უნდა გაკეთდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის ინფორმაციით, იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეები იყვნენ დაცულები, განათლების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის ღონისძიებებზე მუშაობს.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები და მონიტორინგი მოსწავლეების ქცევაზე.

„ისევ საგანმანათლებლო პროცესი, პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს ინსტრუმენტი ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. რაც კეთდება, იმაზე ათჯერ მეტი უნდა გაკეთდეს, იგივე საინფორმაციო კამპანიებით, მონიტორინგით მოსწავლეების ქცევაზე და ასე შემდეგ, არამხოლოდ სკოლის პერიმეტრის შიგნით, არამედ სკოლის შემდგომი საქმიანობის განმავლობაში. შესაბამისად ჩვენ, დავგეგმეთ უკვე გაძლიერებული პროგრამები და აქტივობები. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად. ასევე გვინდა, რომ ამ პროცესში საზოგადოებაც მაქსიმალურად იყოს ჩართული“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics