09:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 17:54:52, 1930 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: სუს-ის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ წლების მანძილზე საქართველო ტერორიზმის კუთხით დაცული იყო

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სწორედ სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ წლების მანძილზე საქართველო ტერორიზმისგან  დაცული იყო.

„ხშირ შემთხვევაში, ჩვენ არ გვიხერხდება და არ გვიწევს ღიად საუბარი იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები. მათ აქვთ თავიანთი სპეციფიკა, მაგრამ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკმაოდ ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში ძალიან სერიოზული გამოწვევები იყო ტერორიზმის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ დაცული იყო და მუდმივად ხდებოდა ზედამხდველობა და სიტუაციაზე კონტროლი“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ორი პირის ლიკვიდირება განხორციელდა, ხოლო ჩატაევმა   თავი აიფეთქა.  ლიკვიდირებულების ვინაობა და სხვა დანაშაულებრივ პირებთან შესაძლო კავშირი, დგინდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics