09:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 17:07:50, 2021 ნახვა

კომენტარი
ექიმი: დაჭრილ მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული

„დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში სადისტური დაზიანებებით შემოიყვანეს, ვერ ვმალავ აღშფოთებას“,-ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ექიმმა ავთანდილ იმედაძემ TV- პირველს განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, მოზარდს დაზიანებები გულმკერდის და მუცლის  არეში  ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

„პაციენტი 16 წლის არის. კლინიკაში სადისტური დაზიანებებით შემოიყვანეს, ვერ ვმალავ აღშფოთებას.  დაზიანებები აქვს გულ-მკერდის და მუცლის არეში,  დაზიანებული არის მაგისტრალური სისხლძარღვი, კერძოდ ბარძაყის არტერია, პრაქტიკულად ნოლი წნევით შევიყვანეთ  საოპერაციოში. გულის გაჩერების მომენტი იყო,  რაც ამ ეტაპზე აღდგენილია.

სრული პასუხისმგებლობით, მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს ბრძოლა, მთელი სამედიცინო პერსონალი  იბრძვის პაციენტის გადასარჩენად. ბოლო ხუთი წუთის მონაცემებით, მინდა გითხრათ რომ სტაბილიზაციას მივაღწიეთ. ძალიან დიდი  შანსია, რომ გადარჩეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ უმძიმესი მდგომარეობაა“,-განაცხადა ექიმმა და დასძინა, რომ მოზარდს ყველა ჭრილობა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2 მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics