07:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 16:33:54, 1538 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ლონდონში, ბრიუსელში, პარიზში ვნახეთ მოსახლეობისა და პოლიტიკოსების კონსოლიდაცია ტერაქტების შემდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ლონდონში, ბრიუსელში და პარიზში ტერორისტული აქტების შემდეგ, მოსახლეობისა და პოლიტიკოსების კონსოლიდაცია ყველამ დაინახა, რაც საქართველოში ასე არ მოხდა.

ამიტომ, თალაკვაძისთვის  ოპოზიციის გაცხადებული მიზანი-დასავლური საქართველოს შენობა, გაუგებარია.

 „კოლეგებს მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო იცავს მოსახლეობას ტერორიზმისგან მიუხედავად იმისა, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს. ამიტომ,  აპელირება იმაზე, თუ რომელ ტერორისტს,  რა სახელი და გვარი და რა პასპორტი ჰქონდა,  ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია და ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როცა თქვენ გაცხადებულ მიზნად გაქვთ დასავლური საქართველოს შენება,  რომლის  მაგალითებიც, ალბათ, საყრდენი ცენტრიც არის ისეთი ქალაქები, როგორიც არის ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, სადაც ტერაქტებს ჰქონდა სამწუხაროდ ადგილი. ვნახეთ მოსახლეობის და პოლიტიკოსების სოლიდარობა და კონსოლიდაცია ამ ტერორისტული აქტების შემდეგ, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ აქ.ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა კრიტიკით ჩვენი სპეცსამსახურების მიმართ, რაც მიუღებელია და არის უმადურობა იმ ადამიანების  მისამართით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics