10:52 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 15:07:01, 1791 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აუცილებლად მოვუსმენთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ დამაჯერებლად შეარულეს  სპეცოპერაციის ორივე ამოცანა- მოსახლეობის დაცვაც და საფრთხის განეიტრალებაც.

„ივანე გოლოშვილი სამუდამოდ დარჩება გმირების ისტორიას, მან თავდადების მაგალითი მისცა მთელ ქვეყანას და ქედს ვიხრით მისი ვაჟკაცობის წინაშე“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ როცა საქმე  ტერორიზმსა  და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ყველა კითხვას  საჯარო პასუხები ვერ გაეცემა.

„პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში აუცილებლად მოვუსმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ სპეცოპერაციის შესახებ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს  20:00 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ,ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი.

ამასთანავე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
უკრაინა რამშტაინში დამატებით 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს, რათა რუსეთი „კიდევ უფრო მეტად დაიწვას“
ტაილანდის მეფეის უფროსი ქალიშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics