07:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 15:01:09, 1840 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი: სანამ დუმილის უფლებას იყენებთ, იმ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, რომ ჩატაევი თავად შემოიყვანეთ საქართველოში

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი 22 ნოემბერს  თბილისში ცატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს, ამ პირობებში კი  მომხდარის ვერსიები ვრცელდება.

 ნადირაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი ვერსიით,  ჩატაევი საქართველოში მმართველმა ძალამ შემოიყვანა:

„სანამ თქვენ დუმილის უფლებას იყენებთ, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.  იმ ვერსიასაც, რომ ჩატაევი თქვენ თავად შემოიყვანეთ საქართველოში. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ თქვენ ერთხელ უკვე ითანამშრომლეთ ამ  ადამიანთან და იმის ნაცვლად, რომ გეძებათ გზები, თუ მოგეჩვენათ ბრალდება სუსტად, რომ გაგეძლიერებინათ ეს ბრალდება, ამის ნაცვლად გირაოთი გაუშვით სასამართლოდან.შემდეგ გამოაცხადეთ, რომ ხელებიც დაგიბანიათ და ამის შემდეგ ამ ადამიანმა თურქეთის მთავრობის მტკიცებით, 45 ადამიანი შეიწირა, მაშინ, როდესაც განხორციელდა სტამბულის აეროპორტში ტერაქტი. ამიტომ ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ თქვენს განვლილ გზას, მაგალითად თქვენ ხართ ხელისუფოება, რომელმაც მუხთარლი გააქრეთ და აღმოჩნდა ციხეში,  ცერცვაძის პირადი მონაცემები მიეცით რუსეთს, წითელაშვილი შეუშვით დაცულ ობიექტზე. მეორე ვერსია, რომ ოფოციალური საზღვარი არ გადაუკვეთავს, ეს ვერსიაც თქვენთვის ნამდვილად არ არის სასარგებლო. გაეროს ტერორისტების შავ სიაში შეყვანილი ადამიანი თუ ისე კვეთს საზღვარს, რომ ვერაფერს იგებთ, მთელი არსენალი შეიტანეს იმ ბინაში, ეს თქვენზე სასიკეთოდ არ მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას პატრონი არ ყავს. გირჩევთ, რაც უფრო მალე შეძლებთ, ამ საკითხზე მკითხაობა დამთავრდეს, უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 20:00 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. არსებობს ვარაუდი, რომ ლიკვიდირებულია  ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევი.  ის "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics