01:26 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 12:01:03, 2177 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ მაია ბითაძეს ორი კვირის ვადაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს   „თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ორი კვირის ვადაში  საყოფაცხოვრებო  ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა.  

როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნარჩენების გატანა  უნდა  მოხდეს ღამის საათებში, ისე რომ ქალაქში მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.

„მე ვიცი, რომ ნარჩენების გატანა ხდება დილის და  დღის საათებში, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.  მოქალაქეების დახმარება თუ დაგვჭირდება, ამის მზაობა არის. ძალიან ბევრი წერილი შემოდის, ამიტომ თანადგომა იქნება საზოგადოების მხრიდან. მთავარია,  წარმოვადგინოთ სწორი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics