|
2017-11-28 16:31:31, 2124 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებული საედ დუდაევის ადვოკატის სარჩელი დაუშვებლად სცნო
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ საედი დუდაევის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დუდაევს წინასწარი პატიმრობა 24 ნოემბერს შეუფარდა. დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323/1-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლომასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტერორისტული მიზნით) და 328-ემუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)