23:39 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 16:14:22, 1845 ნახვა

საზოგადოება
სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“ ევროპის ჩემპიონი გახდა

17-18 ნოემბერს, პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2  კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები.

ევროპის რალი ტროფიზე მონაწილეობას იღებდნენ იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, სერბეთის, ფინეთის, ბალტიისპირეთის, გერმანიის, დანიის, ჰოლანდიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ჩეხეთის, ავსტრიის, პორტუგალიისა და ესპანეთის უძლიერესი სპორტსმენები.

ევროპის რალი ტროფის შესაჩევი ეტაპი 7 ზონად იყო დაყოფილი, კლასების მიხედვით  შვიდივე ზონაში გამარჯვებულმა პირველმა ხუთეული პორტუგალიაში, ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ფინალური რბოლა პორტუგალიის ურთულეს ტრასაზე გაიმართა, რომელიც რალი კაზინოს დო ალგარვეს სახელითააა ცნობილი და მისი სიგრძე 156 კილომეტრს შეადგენს. შეჯიბრზე, 4 სხვადასხვა კლასში 37  სპორტული ავტომობილი მონაწილეობდა.

30 ნოემბერს ჩემპონატის გამარჯვებულები თასს თბილისში ჩამოიტანენ.

დავით კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის, ხოლო ავტომობილზე სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA“.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics