06:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 13:40:19, 1548 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე: ანაკლიის პორტი იქნება ბოლო კარიბჭე, რომელიც აზიასა და ევროპას უმოკლესი გზით დააკავშირებს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის და სამეთვალყურეო სამბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პორტი იქნება ბოლო კარიბჭე, რომელიც აზიასა და ევროპას უმოკლესი გზით დააკავშირებს.

"დღეს არის უმნიშვნელოვანესი ფორუმი, რომელიც უკვე მეორედ ტარდება საქართველოში. ეს არის კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ საქართველო უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოთამაშე "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის. სულ ახლახანს დავბრუნდით მე და ჩემი კოლეგები ჩინეთიდან, სადაც მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ჩინეთის უმსხვილეს კომპანიებთან. მინდა გითხრათ, რომ გზავნილი შემდეგია - სულ რამდენიმე თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია ჩინური დიდი კომპანიები მოღვაწეობენ, მოხდა საქართველოს სტრატეგიულ გზად აღიარება. ამ შემთხვევაში ანაკლია არის საკმაოდ დიდი ინტერესის სფერო. მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები. 20 დეკემბერს ვიწყებთ ამ გრანდიოზული პროექტის მშენებლობას და სწორედ ეს იქნება ბოლო კარიბჭე, ბოლო საშუალება აზიისა და ევროპის დაკავშირებისა უმოკლესი გზის მეშვეობით, ამიტომ ამ ფორუმს აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც საქართველოს გააჩნია და გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები და ის მიღწევები, რაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია რეფორმებისა  და ეკონომიკური წინსვლის კუთხით", - განაცხადა ხაზარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics