|
2017-11-28 11:20:45, 1521 ნახვა
კომენტარი
შეიხ ალ ნაჰაიანი: საქართველო არის საუკეთესო ადგილი ბიზნესის, მისი დაცულობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრი შეიხი მუბარაკ ალ ნაჰაიანი ეწვია. როგორც შეიხ ალ ნაჰაიანმა აღნიშნა მისთვის დიდი პატივია მეორედ მონაწილეობდეს ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც კარგი პლატფორმაა რეგიონის ეკონომიკურ მომავალზე სამსჯელოდ. შეიხმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე როლს ეკონომიკური განვითარების და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ასევე მისი, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხაზის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. „ჩემთვის დიდი პატივია მეორედ ვმონაწილეობდე ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომლის მნიშვნელობას ასევე ადასტურებს მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. ფორუმის მიმდინარეობისას განიხილება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ეკონომიკური მომავალი. საქართველოს არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი უმთავრესი გზაჯვარედინი, რაც დამატებით ფასეულობას სძენს ამ ფორუმს. გაერთიანებული ემირატებისა და საქართველოს ურთიერთობა ძალზედ მტკიცეა. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს შესაძლებლობებსა და მის წინსვლაში იყოს ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის ცენტრი რეგიონში. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივად მზარდია, საქართველო არის საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების, მისი დაცულობის და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, რაც ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ფორუმს. მოხარული ვარ რომ შევხდები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მასთან განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს",- განაცხადა შეიხ ალ ნაჰაიანმა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დახვდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)