00:48 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 19:31:24, 2039 ნახვა

პოლიტიკა
27-28 ნოემბერს საქართველოს სლოვენიის ვიცე პრემიერი ეწვევა

27-28 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური  ვიზიტით  სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი  ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან; პრემიერ-მინისტრთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან და  ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

სლოვენიელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრების  ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

შეხვედრებზე საუბარი შეეხება, ორი  ქვეყნის თანამშრომლობას ეკონომიკის, საგანმანათლებო და კულტურის სფეროებში,   ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

გარდა ამისა, სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის კონფერენციის გახსნის ცერემონიალში და  ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics