00:48 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 18:37:29, 1947 ნახვა

პოლიტიკა
ბიუროს გადაწყვეტილებით, სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავენ

სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.


 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დოკუმენტის დასამუშავებლად დრო სჭირდებათ.ბესელიას თქმით, იურიდიული კომიტეტი პაკეტზე სრულფასოვან დასკვნას პარასკევამდე ვერ შეიმუშავებს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ კვირის ბოლომდე საკანონმდებლო პაკეტის  სამი მოსმენით მიღება ვერ მოხდება. 


"თუ შევხედავთ პროცესებს და დღის წესრიგს, არის ასევე ბიუჯეტში ცვლილებები ამ კვირაში განსახილველი, ასევე თანამდებობის პირის, ომბუდსმენის არჩევის საკითხია, ეჭვი მეპარება, რომ კვირის ბოლომდე მოვახერხოთ, მითუმეტეს რომ პროექტში 111 კანონპროექტია, სათითაოდ პროექტის გამოტანა და განხილვა წაიღებს საკმაოდ დიდ დროს პლენარულ სხდომაზეც კი. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ კვირის ბოლომდე გაგვიჭირდება კანონპროექტის სამი მოსმენით მიღება",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თუმცა, ბიუროს წევრები  კენჭისყრით შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო პაკეტს  დაჩქარებული წესით განიხილავენ. 

კანონპროექტის თანახმად, იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება,  შემდეგი მიმართულებებით:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი.

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური;

საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარდგება პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics