23:39 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 17:54:47, 2211 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო ბილეთების შეძენა უკვე მობილური აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი

 „საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო ბილეთების რეალიზაცია მობილიური აპკლიკაციით დაიწყო. აპლიკაცია მორგებულია   - „IOS“,  „ANDROID“ და „WINDOWS“ პლატფორმებზე.

სამგზავრო ბილეთების ყიდვა მობილური აპლიკაციის დახმარებით საკმაოდ მარტივი პროცესია: ამისათვის აპლიკაციის პირველ გვერდზე ვირჩევთ სასურველ მიმართულებას, გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღებს. მეორე გვერდზე პროგრამა გვაწვდის ინფორმაციას შერჩეულ მიმართულებაზე მოძრავი მატარებლებისა და თავისუფალი ადგილების შესახებ, ვაგონების, კლასებისა და სართულების  მიხედვით. მატარებლის სქემაზე ვახდენთ სასურველი ადგილის მონიშვნას (ამ ეტაპზე აპლიკაცია იძლევა მხოლოდ „შტადლერის“ ტიპის მატარებლებზე არჩევანის შესაძლებლობას). შემდეგ გვერდზე შეგვყავს მგზავრის პირადი მონაცემები და ვახდენთ ბილეთის  შეძენას. მობილურ აპლიკაციაზე მოგვდის დასტური და ელექტრონული ბილეთის მონაცემები, როგორც შესყიდვის კოდის, ასევე QR კოდის სახით. შეძენილი ბილეთების შესახებ ინფორმაცია ინახება პროგრამაში და მატარებელში ჩასხდომისას გამცილებლებს წარვუდგენთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და QR კოდს თქვენი მობილურიდან.

ასევე, აპლიკაცია მისი მეშვეობით ნაყიდი ბილეთების უკან დაბრუნების შესაძლებლობასაც იძლევა. აპლიკაციები უფასოა და მათი ჩამოტვირთვა შესაძლებელია შესაბამისი პლატფორმების „აპლიკაციის მარკეტებიდან“. ვფიქრობთ, რომ ეს სიახლე ბილეთების შეძენის პროცესს კიდევ უფრო გაუადვილებს და კომფორტულს გახდის ჩვენი მომხმარებლებისათვის.

 „საქართველოს რკინიგზა“ გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics