06:27 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 14:47:23, 1655 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: დასანანია, რომ ტერმინი - ხმოსანი შემოგვქონდა და ახლა უნდა ამოვშალოთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის კონსტიტუციიდან ტერმინის - ხმოსანი  ამოღება მიუღებელია.

თავდაპირველი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე გადასვლისას, სახელმწიფოს მეთაურს  ირჩევდნენ ხმოსნები, თუმცა მოგვიანებით მას საარჩევნო კოლეგიის წევრები ეწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზია ის, რომ სიტყვა ხმოსნები ქილიკის საგანი გახდა.

წულუკიანის თქმით, ქართული სიტყვების კონსტიტუციაში ჩაწერა პირიქით  მისასალმებელია:

„როდესაც კონსტიტუციაში შემოაქვს და აფუძნებს ქართული სიტყვების ხმარებას, ეს ალბათ პირიქით მისასალმებელი უნდა იყოს.  მაგალითად, მივესალმები იმას, რომ თანახელმოწერა შემოვიდა და აღარ ვიტყვით კონტრასიგნაციას. დასანანია, რომ ხმოსანი შემოგვქონდა და ახლა უნდა ამოვშალოთ“,-აღნიშნა წულუკიანმა.

მისთვის გაუგებარია, რატომ არ აპროტესტებენ იგივე ადამიანები კონსტიტუციაში სიტყვა ინტერპელაციის ჩაწერას:

„ის, ვინც ამ ქართულ სიტყვას აქილიკებს, მან თუ გააქილიკა, მაგალითად, ინტერპელაცია, რომელსაც მე არ ვეთანხმები, რომ შემოვიტანოთ, რადგან ეს არ არის ქართული ტერმინი და უფრო პოლიციური სამართლებრივი ტერმინია. ქუჩაში რომ გაგაჩერებს, მაგალითად, ევროპაში პოლიციელი და ინტერპელაციას ჩაგიტარებს, შენ ვალდებული ხარ, მის კითხვებს გასცე ქუჩაშივე პასუხი. შინაარსობრივად, ამაში იგულისხმება შემდეგი:  მე, იუსტიციის მინისტრს, რომ გამომიგზავნის დეპუტატი კითხვას, ვალდებული ვარ, ვუპასუხო. ეს არის პირველი პუნქტი, მეორე ვალდებული ვარ, ასეთ კითხვას, თუკი დეპუტატების ჯგუფი გამოგზავნის, მე პასუხი წერილობით კი არ გავცე, არამედ გამოვცხადდე სხდომაზე და ისე გავცე პასუხი. ამას დავარქვით ინტერპელაცია. ეს არის ჩვეულებრივი გამოძახება. რამდენი ვინმე ქართულ სიტყვას გააქილიკებს, ჩვენ ეს არ უნდა ამოვშალოთ კონსტიტუციიდან“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრს დაეთანხმა საკონსტიტუციო კომისიის წევრი ლაშა ტუღუში:

„უნდა დავტოვოთ ეს ტერმინი. რატომ უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ ვიღაც ხუმრობს? უნდა დავამკვიდროთ ქართული სიტყვები“,-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics