|
2017-11-27 13:20:26, 1454 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვინც არის პასუხისმგებელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობაზე, ის არ უნდა იყოს ორმაგი მოქალაქე
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა განმარტება. კერძოდ, საკონსტიტუციო კომისიის წევრი ლაშა ტუღუში დაინტერესდა, შეიძლება თუ არა, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ერთდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მოხსენიებულია 3 თანამდებობის პირი, რომელიც განასახიერებს სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში, ვინც არის პასუხისმგებელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობაზე. ესენია: პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. კობახიძის განმარტებით, ვისაც აქვს ეს მაღალი სიმბოლური სტატუსი მინიჭებული, ის არ უნდა იყოს ორმაგი მოქალაქე. თუმცა, კობახიძე ამავდროულად ამბობს, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებული პოლიტიკური საფრთხეები არ არსებობს. მაგრამ, მისივე განცხადებით, სიმბოლური კუთხით პრობლემა შეიძლება დადგეს, მაგალითად, პრეზიდენტს რომ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს და საქართველო იმ ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში იყოს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვინმეს კუთვნილება სხვა სახელმწიფოსთან სიმბოლური თვალსაზრისით, პრობლემა არ უნდა იყოს: „პრინციპი რაც იყო ჩადებული, ის პრინციპი დავტოვეთ. აქ მოხსენიებულია 3 თანამდებობის პირი, რომელიც განასახიერებს სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში, თუ შიდა ასპარეზზე. ანუ, უმაღლესი პოლიტიკური წარმომადგენლობა არის დაკავშირებული ამ სამ თანამდებობის პირთან. პრინციპი არის არა რისკები, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვა სახელმწიფოსთან კუთვნილებასთან, არამედ პრინციპში არის ჩადებული ის, რომ ის, ვინც არის პასუხისმგებელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობაზე, ვისაც აქვს ეს მაღალი სიმბოლური სტატუსი მინიჭებული, ის არ უნდა იყოს ორმაგი მოქალაქე. თავისთავად, პოლიტიკური საფრთხეები მოქალაქეობასთან დაკავშირებული არ არის. ჩვენ გვახსოვს, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ომის დროს რუსეთის მოქალაქე. ეს პოლიტიკურ საფრთხეს არ უკავშირდება. არც სიმბოლურად არ იქნა ეს საფრთხედ აღქმული, მაგრამ რომ ყოფილიყო პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქე, პრაქტიკულად არც ის არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ სიმბოლური თვალსაზრისით, ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა. ამაზეა საუბარი, რომ სიმბოლური თვალსაზრისით, პრობლემა არ უნდა იყოს ვიღაცის კუთვნილება სხვა სახელმწიფოსთან. საფრთხე, როგორც ასეთი, არ წარმოიშობა, თუ არის ის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მთავარია, სიმბოლური კუთხით ეს პრობლემა არ დადგეს, რომ მაგალითად პრეზიდენტი განასახიერებს როგორც თავის ქვეყანას, ისე ქვეყანას, რომელთანაც არის ომის მდგომარეობაში, ან თუნდაც არ არის ომის მდგომარეობაში. დღევანდელი მთავრობის შემადგენლობა არ ვიცი, როგორია, მაგრამ წლების განმავლობაში მინისტრები იყვნენ ორმაგი მოქალაქეები. იყო შემთხვევები, როდესაც პრემიერი და რამდენიმე მინისტრი იყო ერთდროულად საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეც. ასევე დეპუტატების საკითხიც დადგა. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რამდენიმე დეპუტატია, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონეა, პრაქტიკული პრობლემები აქ ბუნებრივია, არ წარმოიშობა არავითარი კუთხით, მათ შორის ჯარშიც არ იწვევენ. დღეს რომ ჩავწეროთ, რომ დეპუტატი არ შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქე, ამით შეიძლება სამომავლოდაც დატოვო პრაქტიკული პრობლემები. არიან დეპუტატები, რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც შეინარჩუნონ და გამომდინარე იქიდან, რომ სხვა სახელმწიფოს მოქალაქის შენარჩუნება პრაქტიკულად პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომ, რამდენად უნდა შევზღუდოთ ეს ადამიანები, უნდა შევზღუდოთ, თუ არა, ეს საკითხია განსახილველი. მინისტრთან დაკავშირებით უფრო მარტივად დგას საკითხი. მინისტრს ნდობას უცხადებს მთავრობასთან ერთად პარლამენტი. შესაბამისად, მინისტრიც არის მაღალ პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი, მაგრამ უმაღლესი წარმომადგენლობა, რაც დაკავშირებულია პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ეს სახეზე არ არის. საფრთხეებს პრაქტიკულს ვერ ვხედავ, თუმცა შეგვიძლია ამ თემაზე გავაგრძელოთ მსჯელობა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მანამდე დაკარგა პირმა მოქალაქეობა. ეს არის ორგანული კანონის დონეზე გასაწერი საკითხი. ავტომატურად ვერ აღუდგებათ მათ მოქალაქეობა. თუმცა, გვაქვს მოქალაქეობის აღდგენის პროცედურა და შეიძლება ეს იყოს მოქალაქეობის აღდგენის გამარტივების საფუძველი, ან ზოგადად აღდგენის საფუძველი. ავტომატურად არ გავრცელდება წესი , მაგრამ შეიძლება გამარტივდეს მოქალაქეობის აღდგენა ასეთი პირებისთვის“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)