04:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 11:46:41, 2609 ნახვა

კომენტარი
„ლეოგრანდის“ მფლობელი: ხანძრის დროს გარდაცვლილებმა, გაქცევის ნაცვლად, კარადიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელის ეროლ ავგერენის განცხადებით, ხანძრის დროს გარდაცვლილებმა, კიბით ქუჩაში გაქცევის ნაცვლად, კარადიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს.

ამის შესახებ სასტუმროს მფლობელმა თურქულ სააგენტო Anadolu-ს განუცხადა.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ხანძრის დროს 22-სართულიანი სასტუმროს პირველი 13 სართულის ნომრები გავსებული იყო.

„ყველა დაღუპული იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც სპა-სალონი, მასაჟის სალონი, აუზი, თურქული აბანო და საუნაა განლაგებული. სამწუხაროდ, ხანძრის გაჩენის დროს ისინი კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ კარადიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა“, - განაცხადა ავგერენმა.

ამასთან, მან მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ავგერენის თქმით, მედია საშუალებებში ტრაგედიის სხვადასხვა ვერსია ვრცელდება და დასძინა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. სასტუმროს მფლობელი ვარაუდობს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა სიგარეტის ნამწვი ან რაიმე აალებადი ნივთიერება გამხდარიყო, რის გამოც ცეცხლი წყლის გამათბობლების სადენებს გაუჩნდა.

„ხანძრამდე 3 დღით ადრე სასტუმროს მთელი შენობა სპეციალისტებმა შეამოწმეს. ბუნებრივი მიზეზებით ხანძარი ვერ მოხდებოდა. მე ქართული მართლმსაჯულების მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მომხდარის ნამდვილ მიზეზებს დაადგენს. ამბობდნენ, რომ გარდაცვლილები ლიფტში იპოვეს, მაგრამ ეს ასე არაა. ცხედრები არა ლიფტში, არამედ მის შესასვლელთან, სპას სართულზე იპოვეს. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მომენტალურად ამუშავდა. პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები უახლოეს ხანში წინასწარ განცხადებას გაავრცელებენ“, - განაცხადა ავგერენმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics