12:48 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 15:03:14, 2429 ნახვა

სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს

ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატის იმედა ქარქაშაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს.

 "გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა. დაცვის მხარის შუამდგომლობით პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მინდა ვთქვა, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მისივე განცხადებით, არანაირი შეხება არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს სპეცოპერაციის დაწყებამდე, იმ ადგილიდან მოშორებით", - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 1 საათზე მეტია სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი დახურულ კარს მიღმა ტარდება და მედიას მისი გაშუქების საშუალება არ აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics