|
2017-11-24 13:56:47, 2177 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიხსნა
ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სამიტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებიან. აღსანიშნავია, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვა. მონაწილეები, 2015 წელს რიგაში ბოლო სამიტის შემდეგ, მიღწეულ შედეგებსა და წარმატებებს განიხილავენ. სამიტის ფარგლებში ასევე სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. საუბარი შეეხება ძლიერ ეკონომიკას, ძლიერ მმართველობას, ტრანსპორტს და ენერგეტიკას, ასევე მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცებას. აღნიშნული მიზნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გაწერილ იმ 20 საკითხს შორისაა, რომელიც 2020 წლამდე პერიოდზეა გათვლილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)