08:20 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 11:58:13, 1829 ნახვა

კომენტარი
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: არანაირ ტერორისტულ ორგანიზაციას არ ვეხმარებოდი, მე შვილებს ვჭირდები, გთხოვთ, გამათავისუფლოთ

დემირელის კოლეჯის პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუქის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი და არანაირი გარემოება იმისა, რომ გამოძიებას მიემალოს. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა, 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს და არავითარ ტერორისტულ ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია:

„15 წელი საქართველოში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში არანაირი არალეგალური ორგანიზაციის წევრი არ ვყოფილვარ  და არანაირ ტერორისტულ ორგანიზაციას არ ვეხმარებოდი. საბანკო ანგარიშებიდან არც ერთი თეთრი ტერორისტულ ორგანიზაციაში არ გადამირიცხავს. ამ 15 წლიანი მუშაობის შედეგად სახელმწიფო უწყებებიდან მადლობის სიგელების მეტი არაფერი მიმიღია. ჩემი ოჯახის წევრები მძიმე მდგომარეობაში არიან.მე შვილებს ვჭირდები, გთხოვთ გამათავისუფლოთ“,-განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

თუმცა, მოსამართლემ მას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 3 თვით გაუგრძელა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics