23:50 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 09:03:34, 2101 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული უშიშროების საბჭო შეისწავლის და გაანალიზებს მომხდარ სპეცოპერაციას

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო შეისწავლის და გაანალიზებს მომხდარ სპეცოპერაციას. ამის შესახებ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მომხდარი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედიაა: მოკლულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი კიდევ ერთი ჯარისკაცი, არიან დაჭრილები და დაშავებულები; ჩვენ შევისწავლით და გავაანალიზებთ მომხდარს, როგორც უსაფრთხოების სისტემის კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტურობის, ასევე ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზეგავლენის კუთხით,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. ამასთან მიღებული ჭრილობის შედეგად ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ერთი სპეცრაზმელიც გარდაიცვალა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics