|
2017-11-23 08:55:54, 1868 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰელსინკიში მეორე ოფიციალური შეხვედრები გამართა
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის წევრები ფინეთის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კარი ტოლვანენს და კომიტეტის წევრებს ანტერო ლაუკკანენს და მარია ტუოკილას შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართული მხარე ფინეთის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობას და ფინეთის კანონშემოქმედებით პროცესს გაეცნო. შეხვედრა გაიმართა ასევე ფინეთის პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილესთან ტიმო ტუოვინენთან, სადაც საუბარი საკანონმდებლო პროცედურებში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ საკითხებს შეეხო. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა ქართული დელეგაცია ლანჩზე მიიწვია. დღესვე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე თავის ფინელ კოლეგას, ფინეთის პარლამენტის აპარატის გენერალურ მდივანს ქალბატონ მაია-ლეენა პაავოლას შეხვდა. პარალერულ რეჟიმში, საპარლამენტო დელეგაცია ფინეთის პარლამენტის აუდიტის კომიტეტის შეხვდა საქმიანობას და ფუნქციებს გააცნო. დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ბოლო შეხვედრა სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა, სადაც ქართულ დელეგაციას სამინისტროს მრჩეველმა მერია ჰაიკკონენმა და ადვოკატმა კირსი-მარია მალმლუნდინმა უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი თემა ფინეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები და მათთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები იყო. ფინეთში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ვიზიტი ორგანიზებულია ევროკავშირის (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" და ფინეთში საქართველოს საელჩოს მიერ
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)