03:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 14:22:19, 1628 ნახვა

კომენტარი
სუბარი: გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, გზა და გზა ხდებოდა სასამართლო პროცესების გაყალბება

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მედიას  გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენება მისცა. სუბარმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის ის პერიოდი გაიხსნა, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება:

„მინდა, ვთქვა ორიოდე სიტყვა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით. დავიკითხე ამ პროცესებზე, როგორც მოწმე, სასამართლოს მეც მივეცი ჩვენება. მოგეხსენებათ, ვიყავი სახალხო დამცველი იმ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, ხდებოდა ჩემს თვალწინ და ჩემი უშუალო მონაწილეობით იმიტომ, რომ ვიყავი ჩართული იმ ყველაფრის მაშინვე გამოძიებაში, რაც ხდებოდა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ხდებოდა პრაქტიკულად გზა და გზა გაყალბება სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამით შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს. როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში მაშინ, როდესაც ეს კანონით აკრძალული იყო და როგორ შეცვალეს ამასთან დაკავშირებით წესები, როგორ მოხდა, რომ ისინი იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, მინისტრი მაშინ ჩემთანაც კი მოდიოდა და მეუბნებოდა ( სააკაშვილის მთავრობის წევრზე მაქვს საუბარი), როგორ მართავდნენ ისინი ბიზნესებს და ატერორებდნენ ადამიანებს,  ციხიდან როგორ უშვებდნენ პერიოდულად მათ ოჯახებში, თითქოს დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი და როგორი იყო ამ ყველაფრის  გვირგვინი სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics