|
2017-11-21 18:36:26, 2659 ნახვა
საზოგადოება
თბილისში Q-Net-ის ბანერია განთავსებული, სადაც საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული
ყაზბეგის ქუჩაზე, დელისის მიმდებარედ, კომპანია Q-Net-ის ბანერია განთავსებული, სადაც საქართველოს რუკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული. შესაბამის ფოტოს მოქალაქე ოთო ტაბატაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. "Q-Net-ის შესახებ არაფერი მსმენია, შესაძლოა კარგი კომპანიაც იყოს, მაგრამ სარეკლამო ბანერი, რომელიც ყაზბეგზე (დელისის მიმდებარედ) გამოფინეს, საქართველოს რუკაზე აფხაზეთის დატანა გამორჩათ, ალბათ ფაციფუცში. თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე რომ ამას დაკიდებ და კითხვაც არავის გაუჩნდება - სიდებილისა და სიჩლუნგისკენ წასული მგონია უკვე ჩვენი მოქალაქეობრივ-ეროვნული შეგნება. საცოდავები ანუ დაგვერხა", - წერს ოთო ტაბატაძე. აღნიშნულ საკითხზე "ექსპრენიუსმა" Qnet-თან დაკავშირება სცადა, თუმცა კოპმანიაში ზარებს არ უპასუხეს. ცნობისთვის, კომპანია QNET-ი 1998 წელს ჰონკონგში დაარსდა და ის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საქმიანობდა, თუმცა ორგანიზაციას საქმიანობა ეტაპობრივად მრავალმა ქვეყანამ სცნო თაღლითურად და საქმიანობა აუკრძალეს. ჩვენ რეგიონში კომპანია QNET-ი აქტიურად ოპერირებს უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში, თუმცა აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთში უკვე ასობით საჩივარია შესული ამ კომპანიის წინააღმდეგ და დავები სასამართლოში მიმდინარეობს. კომპანია საქართველოში 4 წლის წინ შემოვიდა და დღემდე აქტიურად ცდილობს სქემაში მოქალაქეების ჩაბმას.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)