08:38 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 17:09:27, 1259 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში ესპანეთის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ცეზარ გუტიერეს დე ლა კამარა არას უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ესპანელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 მან ესპანეთის თავდაცვის ატაშეს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

საუბარი საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოს შეეხო.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილი.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკ ცეზარ გუტიერეს დე ლა კამარა არას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ესპანელი ექსპერტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ესპანეთის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics