16:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 14:27:26, 2362 ნახვა

მსოფლიო
ნიგერიაში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში, ქალაქ მუბის მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ France Press იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, პოლიცია დაშავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.

მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთში შესულმა 17 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ცნობისთვის, ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics