03:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 14:24:36, 1905 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ბრალდებულები მზად არიან, დაასახელონ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა დავალებითაც ციხეებში წამება ხდებოდა

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებული პირები სასჯელაღსრულების დაწესებულების რიგითი თანამშრომლები არიან, რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ დავალებებს. რაც შეეხება დამკვეთს, პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებენ და მზად არიან, დაასახელონ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა დავალებითაც  ციხეებში პატიმრების წამება ხორციელდებოდა:

„ესენი არიან სასჯელაღსრულების დაწესებულების რიგითი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ დავალებებს, უშუალოდ ახორციელებდნენ დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.  რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ხსენებული ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და დაასახელონ ის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რომელთა დავალებითაც ხორციელდებოდა ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა. შესაძლებელია სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, ან უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც გავიდეს გამოძიება“,-განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები ლ.ბ. და დ.ხ., დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics