02:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 19:15:40, 2198 ნახვა

კომენტარი
კოჟორიძე: უმრავლესობა ომბუდსმენის წინააღმდეგ გამოგონილი, ვირტუალური თემებით მოსახლეობის მანიპულაციას ახდენს

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით, გამოგონილი და ვირტუალური თემებით მოსახლეობის მანიპულაციას ახდენს.
 
„დღეს დილით უმრავლესობის ერთერთმა დეპუტატმა სახალხო დამცველთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და გაჩნდა იმედი, რომ საბოლოოდ, უმრავლესობაში საღი აზრი გაიმარჯვებდა.
თუმცა დღის მეორე ნახევარში, ჩვენ კვლავ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სახალხო დამცველის წინააღმდეგ და ფაქტობრივად სახალხო დამცველი გამოჰყავთ როგორც ხალხის მტერი. საკმაოდ აბსურდულ სიტუაციაში ვართ ჩვენ ყველა ერთად. საზოგადოების, პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველი არის თუ არა ხალხის და ქვეყნის მტერი და მეორე ნაწილს უწევს იმის ახსნა, რომ ეს ასე არ არის.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხდება გამოგონილი, ვირტუალური თემებით მანიპულაცია, ეს მაშინ, როცა ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებს უმწვავესი პრობლემები და მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ლარის კურსი. საინტერესო იყო საზოგადოებრივი დისკუსია დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე და ასე შემდეგ", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics