02:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 19:01:56, 2355 ნახვა

კომენტარი
კალაძე: თითოეული თბილისელი უახლოეს მომავალში ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს დაინახავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს მიდი მოადგილეების, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების და გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

კალაძის თქმით, მისი გუნდი მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება. მისივე განცხადებით, მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები უახლოეს მომავალში მოსახლეობა მერიის ახალი გუნდის მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს დაინახავს.

"ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ძალებით შევუდგებით უკვე ოფიციალურად, ორშაბათს მუშაობას და თითოეული თბილისელი და ჩვენი დედაქალაქის სტუმარი უახლოეს მომავალში ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს დაინახავს. მინდა მივმართო თბილისის რაიონის გამგებლებს - თქვენ ხართ სწორედ ის რგოლი, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მოქალაქეებთ და მათ პრობლემებთან. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამგებლები და გამგეობები ეფექტურად მუშაობდნენ და წყვეტდნენ მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. თქვენი კოორდინირებული მუშოაბა, საფუძველია იმ კონცეფციის განხორციელების, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდეს. მივმართავ საქალაქო სამსახურების უფროსებს - თქვენი სამსახურების ეფექტური და რაც მთავარია მობილური მუშოაბის შედეგი იქნება თბილისის რაიონებში იმ დაპირებების შესრულება, რაც მოსახლეობას გავაცანით და რა მოლოდინიც არსებობს საზოგადოებაში. საზოგადოების განწყობა ეს იქნება ყველაზე ზუსტი შეფასება თქვენი საქმინობის. მოვუწოდებ ყველას მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშავოთ და იყოთ თანამშრომლობისთვის გახსნილები. საკრებულოს წევრებს მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი თანამშრომლებისთვისვის და შემდგომ საქმინობაში წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics