23:31 - 11 May, 2026
|
2017-11-17 16:19:45, 2259 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო ომბუდსმენთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადებას იზიარებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას სახალხო დამცველთან დაკავშირებით იზიარებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა მიუღებელია. "იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ძალიან მკაფიო და ნათელი განცხადება, რომ არავის არ აქვს უფლება, მათ შორის სახალხო დამცველს, რომ ეჭვი შეიტანოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, გააკრიტიკოს და მისი მოსაზრება დააყენოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უფრო მაღლა. ეს უბრალოდ მიუღებელია და მე აბსოლუტურად ვუერთდები ჩემს კოლეგას", - განაცხადა სერგეენკომ. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის "საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენი" უწოდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)