02:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 11:31:13, 1623 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: ოპტიმიზაცია საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტზე აუცილებლად აისახება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით თანხების გადათვლა მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპტიმიზაცია საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტზე აუცილებლად აისახება, თუმცა მისივე თქმით, „თუ რა თანხა დაიზოგება, ამის თქმა დღეს ძნელია“.

„სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარებს თანხების გადათვლა, თუ რა თანხა დაიზოგება, ამის თქმა დღეს არის ძნელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ეფექტური მართვა და შესაბამისად შედეგების მიღება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ამოცანა ერთის მხრივ არ არის ადამიანების გაშვება  უბრალოდ სამსახურებიდან, თუმცა ამოცანა არის ის, რომ ყველა სამინისტროებიდან იყოს შენარჩუნებული, რომ კადრებს ჰქონდეს შესაბამისი დამსახურების მიხედვით ანაზღაურება და ქვეყანამ მიიღოს ის პროდუქტი, რომელი პროდუქტიც საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივიღოთ. ამიტომ სანამ მინისტრები არ გააერთიანებენ ამ სამინისტროებს, სანამ ისინი რეალურად არ დაინახავენ შესაძლებლობებს იმ სინერგიას, რომელიც რა თქმა უნდა გაერთიანების წინ ძალიან მკაფიოდ  ჩანს და ჩანდა, მანამდე ძალიან ძნელი იქნება კონკრეტული რიცხვების და ციფრების თქმა. იმიტომ რომ არ ღირს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია საბოლოო ჯამში აუცილებლად აისახება რა თქმა უნდა სახელმწიფო ბიუჯეტზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics