|
2017-11-16 20:22:08, 2445 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა. პირველი მოადგილის თანამდებობა კახაბერ საბანაძემ დაიკავა. კახაბერ საბანაძე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2017 წლის მაისიდან იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2015-2017 წლებში კახაბერ საბანაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. 2006-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსი და ამავე სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004-2006 წლებში - საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნინო ჯავახაძე დაინიშნა. იგი ეკონომიკის მაგისტრია. 2013-2015 წლებში ნინო ჯავახაძე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს უფროსი, ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი და ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი. 2016 წლის ნოემბრიდან ნინო ჯავახაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ნინო ჯავახაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში უხელმძღვანელებს საერთაშორისო ურთიერთობების, რეფორმებისა და განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს და შსს-ს აკადემიას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს მერაბ მალანია. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წელს მერაბ მალანია იკავებდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, ასევე, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. 2016 წლიდან იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. მერაბ მალანია უწყებაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ობიექტების დაცვის დეპარტამენტს, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, მიგრაციის დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კურირებს. (NS)
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)