02:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 19:26:24, 1747 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი ახალგაზრდებს: თქვენ უნდა გამოთქვათ პროტესტი, როდესაც ვიღაცას ჩაგრავენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა და ტოლერანტობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რუსულ -ქართულ ურთიერთობებზე და საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართველები ყოველთვის ამაყობენ საკუთარი წარსულითა და ისტორიით, რომელსაც მრავალი ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანები გვერდიგვერდ, ერთ საზოგადოებაში გაერთიანებულნი ქმნიდნენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში ტოლერანტობის ნათელი მაგალითია თუნდაც ის ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელ თემს აქვს მრავალი საუკუნეების განმავლობაში და არ არსებობს არცერთი ფაქტი მათი დაჩაგვრის ან, უფლებების დარღვევის.
 
"მე ვესაუბრები მომავალ ლიდერებს, მომავალ თაობას, რომელსაც აქვს სურვილი და მზაობა განსაზღვროს საკუთარი ქვეყნების, ევროპის და მთლიანად ცივილიზაციის მომავალი. ტოლერანტობისა და მიმტევებლობის ეს დღე უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე და ძლიერი საზოგადოების მშენებლობისათვის. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი მუშაობს სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. რასაც უნდა აკეთებდეთ, ან უნდა გააკეთოთ, უნდა გვახსოვდეს არა მარტო პოლიტიკური დღისწესრიგის თვალსაზრისით, არამედ სიღრმისეულად, რომ მთავარი ამოცანა და მიზანი, უნდა იყოს ვემსახუროთ სხვა ადამიანების თავისუფლებას.
თქვენ არ შეიძლება იყოთ თავისუფალი, თუ არ დაიცავთ სხვა ადამიანების თავისუფლებას, იმ ადამიანების თავისუფლებას, რომლებთან ერთად ცხოვრობთ, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.
 
თქვენ უნდა გამოთქვათ პროტესტი, როდესაც ვიღაცას ჩაგრავენ. თქვენი ამოცანა უნდა იყოს დაიცვათ ყოველდღიურ საქმიანობაში თანამოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები და ნებისმიერ შანსს, რომელსაც თქვენ გაუშვებთ, ამ თვალსაზრისით, ეს გახლავთ მომენტი, როდესაც თქვენ დაკარგავთ თქვენს ლიდერობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.
 
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხით, რა სარგებელი იქნება ევროკავშირისთვის საქარველოს წევრობა, რა შეიძლება ასწავლოს საქართველომ ევროპას, რა არის ევროკავშირისათვის საქართველოში არსებული სოციალურ-ეკნომიკური, პოლიტიკური გამოწვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics