02:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 15:52:41, 1769 ნახვა

კომენტარი
რატიანი უმრავლესობას: ყველაფერი გააკეთეთ, რომ საზმაუს ნდობა საზოგადოებაში ნულს გაუტოლდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის შეფასებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონში ცვლილებები ხელს უწყობს რისკების ზრდას, როგორც კორუფციის, ისე პროტექციის მიმართულებით.

„შეუძლებელია, ერთ ხელში გეჭიროს ძალაუფლება და მეორე ხელში კონტროლის მექანიზმი და ეს იყოს პოპულარული. შეუძლებელია, მედიის მიმართ, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება, ნდობა იყოს მაღალი. თქვენ, პირველი წლების განმავლობაში, დაარბიეთ ის ბორდი, ფაქტობრივად გააუქმეთ ის ბორდი, რომელიც იყო, შეზღუდული კვოტა, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას, ისიც კი არ დაუშვით და კონკრეტული ადამიანები არ შეუშვით, რათა მეტი კონტროლი ყოფილიყო. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობა საზოგადოებაში გაუტოლდეს ნულს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ ცვლილებები ხელს უწყობს რისკების ზრდას, როგორც კორუფციის, ისე პროტექციის მიმართულებით“,-აღნიშნა სერგო რატიანმა.

პარლამეტის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებზე, რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი.

ცვლილებით კანონში მითითებული იქნება, რომ იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მითითების, დავალების მიცემა, ასევე შეთანხმების დავალება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ იქნება საჯარო ინფორმაცია და მასზე არ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი თავი.

ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

 ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნი წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას.

 საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics