02:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 14:32:30, 1751 ნახვა

კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ვიმედოვნებთ, რომ კონტაქტში შევალთ მთავრობასთან დაქვემდებარებულ სხვადასხვა სტრუქტურასთან

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც ზოგიერთი  სამინისტროს სხვა უწყებასთან  გაერთიანებას გულისხმობს.

ჰერმანის თქმით, შეხვედრას გამართავენ  იმ ადამიანებთან, რომლებიც  ევროინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებლობას გადაიბარებენ. ელჩი იმედოვნებს, რომ  ერთობლივი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ცვლილებებზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრს და იმ ხალხს, რომლებიც ტოვებენ საკუთარ თანამდებობებს. ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით მათთან და მოუთმენლად ველით ახლადდანიშნულ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობასაც. ეს არის სტრუქტურული ცვლილება, რომელიც ერთადერთი არ არის, რომელიც განხორციელდა. ვიმედოვნებთ, რომ კონტაქტში შევალთ მთავრობასთან დაქვემდებარებულ სხვადასხვა სტრუქტურასთან, როგორ გავაგრძელოთ თანამშრომლობა  ახალი გარემოებების გათვალისწინებით. სახელმწიფო მინისტრი კურირებდა ევროინტეგრაციის საკითხებს და ეს სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა პრემიერის ადმინისტრაციასთან. შევხვდებით იმ ხალხს, ვინც ახლა ევროინტეგრაციის საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი და ვნახავთ, რა პირობები იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ცვლილებების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics