00:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 21:45:05, 1681 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი მარნეულის მერს: მომავალში სექსისტური გამონათქვამებისგან თავი შეიკავეთ

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 13 ნოემბერს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მარნეულის ახლადარჩეული მერის თემურ აბაზოვისა და  სოფელ კაჩაგანის მოსახლეობის შეხვედრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ.

უჩა ნანუაშვილის განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს:

„შეხვედრაზე მყოფთა თქმით, მათი მეუღლეებისათვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგიერთმა კი ქალების არყოფნის მიზეზად სადილის გაკეთება დაასახელა. აღნიშნულ მსჯელობას დაეთანხმა ასევე მარნეულის მერი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ალბათ, ამ დროს, შუადღე არის და თავიანთი მეუღლეებისათვის საკვებს ამზადებენ.“

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალთა თანასწორობის მხრივ დღესაც ბევრი გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხია. ამის გათვალისწინებით, საზოგადოების თუ თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ამყარებს არსებული დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ და ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული კი ქმნის საფრთხეს, რომ ქალები, მომავალში, სქესის გამო უფრო ხშირად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას. ამასთან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერულად მჩაგვრელი პრაქტიკის მხარდაჭერა და წახალისება ქალაქის მერის მხრიდან, რომელსაც, თავის მხრივ, თანასწორი გარემოს შექმნის ვალდებულება გააჩნია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics